ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი
"METI"

„METI“ არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე, რომელიც ეხმარება
ბავშვებს და მოზარდებს ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების, ემოციური
რეგულაციისა და ფიზიკური კოორდინაციის განვითარებაში.

ჩვენ ვიყენებთ ნეიროპლასტიურობის პრინციპზე დაფუძნებულ სწავლების დამხმარე ინოვაციურ ტექნოლოგიებს - სახალისო აქტივობებს, სპეციალურად შექმნილ თამაშებსა და მეთოდებს, რათა თითოეულმა ბავშვმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და განვითარება."METI"არის კეთილმოწყობილი და მშვიდი ატმოსფერო, კომფორტული გარემო და დაცული ეზო, რაც ქმნის იდეალურ პირობებს ახალი აღმოჩენებისთვის.ჩვენი მიზანია დავეხმაროთ თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში და
განვითარებაში.

ჩვენ გთავაზობთ:

  1. ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოკონსულტირებას

  2. ნეიროპლასტიურობაზე დაფუძნებულ პროგრამებს:

  • მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება

  • კონცენტრაციის, აუდიო (სმენითი) და ვიზუალური მეხსიერების გაუმჯობესება არტ-ტექნიკების და ვიზუალური კლასიკური მუსიკოგრამების ტექნიკებით

  • კოორდინაციის, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის გაუმჯობესებას ნეირო-ბალანსური ვარჯიშების გამოყენებით

სერვისები

ფსიქოკონსულტაცია:

ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტაცია ბავშვებისთვის და
მშობლებისთვის, რომელიც მიმართულია:

  • ემოციური სირთულეების გადალახვაზე

  • ქცევითი გამოწვევების რეგულაციაზე

  • ბავშვის შინაგანი რესურსების გაძლიერებაზე

  • მშობლის მხარდაჭერას და ჩართულობას

როგორ ვმუშაობთ:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები

  • ასაკზე მორგებული მეთოდები

  • თამაშზე და კომუნიკაციაზე დაფუძნებული პროცესი

  • კონფიდენციალური და პროფესიული მიდგომა

მიზანი:

ფსიქოკონსულტაციის მიზანია ბავშვის ემოციური გაძლიერება, შინაგანი რესურსების აღმოჩენა და ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ნეიროპლასტიურობაზე დაფუძნებული პროგრამები:

ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამები, რომლებიც თავის სპეციფიკიდან გამომდინარე წარმოადგენს სწავლის ბარიერების პრევენციას და მიმართულია დაეხმაროს ბავშვს:

  • მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში

  • კონცენტრაციის, აუდიო (სმენითი) და ვიზუალური მეხსიერების გაუმჯობესებაში

  • კოორდინაციის, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაში

  • თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში

  • საკუთარი ემოციების ამოცნობასა და გამოხატვაში, ემოციების მართვასა და თვითკონტროლში

როგორ ვმუშაობთ:

ჩვენთვის თითოეული ბავშვი უნიკალურია. ამიტომ:

  • ვმუშაობთ ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით

  • ვეყრდნობით თამაშს, მოძრაობასა და შემოქმედებით პროცესს

  • ვქმნით უსაფრთხო და თბილ გარემოს

ვისთვის არის „მეტი“:

თუ თქვენს შვილს:

  • უჭირს კონცენტრაცია ან ყურადღების შენარჩუნება

  • აქვს მეტყველების ან კომუნიკაციის სირთულეები

  • სწრაფად იღლება ან უჭირს ემოციების მართვა

  • სჭირდება კოორდინაციისა და მოძრაობითი უნარების გაძლიერება

„მეტი“ შეიძლება იყოს ის სივრცე, სადაც ის შეძლებს განვითარებას საკუთარი ტემპით.

მშობლისთვის:

„მეტი“-ში მუშაობის პროცესში მშობლები ხშირად ამჩნევენ:

  • უფრო მშვიდ და კონცენტრირებულ ბავშვს

  • გაუმჯობესებულ მეტყველებასა და კომუნიკაციას

  • მეტ თავდაჯერებას და დამოუკიდებლობას

  • უკეთ ორგანიზებულ მოძრაობასა და ქცევას

დაგვიკავშირდით:

თუ გსურთ გაიგოთ, რომელი პროგრამაა საუკეთესო თქვენი შვილისთვის,
დაგვიკავშირდით და ჩაიწერეთ კონსულტაციაზე.

ჩვენი გუნდი

ჩვენი მისამართია:
თბილისი, ლუბლიანას ქ. 13 / ნინო ჯავახიშვილის ქ. 6
[email protected]